ალდაგი გთავაზობთ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევას დასაქმებულთათვის, რომელიც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
ეს დაზღვევა თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ფინანსური ზარალისგან დაგიცავთ.
2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის სავალდებულო გახდა დააზღვიონ თანამშრომლები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებს ასრულებენ.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ციფრული პლატფორმა მეტი მოქნილობისთვის, რომელიც შექმნილია სპეციალურად ალდაგის მომხმარებლებისთვის.
სწრაფია
PA პოლისებში ცვლილებები ისახება მომენტალურად
მარტივია
PA პოლისების რეგისტრაცია და გაუქმება თავად შეგიძლიათ
გამჭვირვალეა
PA პოლისებში შეგიძლიათ თავადვე გადაამოწმოთ საჭირო ინფორმაცია ან გადმოტვირთოთ მონაცემები ცვლილებები ისახება მომენტალურად
შეუზღუდავია
ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან
სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის ტერიტორიაზე / სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევით გამოწვეული:
ასეთ დროს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გაიცემა.
ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.
დიახ, ხშირ შემთხვევაში დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა ბევრად მეტია, ვიდრე თავად დაზღვევის ღირებულება.